საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვევა

25-27 აგვისტოს, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის მიხაელ როტის მოწვევით, ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდს ეწვევა. საქართველოს ვიცე-პრემიერი, მიხეილ ჯანელიძე შეხვედრას გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრთან, მიხაელ როტთან.
შეხვედრისას მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს, ყურადღება გამახვილდება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. შეხვედრისას მხარეები ასევე ისაუბრებენ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლის მიმდინარეობასა და მასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე.
გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე შეხვედრებს გამართავს ასევე ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძოდ, ჰესენის სახელმწიფო მინისტრთან ფედერაციასთან ურთიერთობების და ევროპულ საკითხებში, ჰესენის პარლამენტის თავმჯდომარესთან.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ფრანკფურტის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები