ვეტერანების საქმეთა სამსახურის ათეული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად ბორჯომში გაემგზავრა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირველი ათეული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად ბორჯომში გაემგზავრა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის ზონაში დამატებითი ჯგუფები გააგზავნოს.
სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლობა მუდმივ კოორდინაციაშია ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ყველა სახელმწიფო უწყებასთან.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ჩართული იყო 2008 წლის ომის დროს განადგურებული მწვანე საფარის აღდგენაში და კვლავაც აქტიურად ჩაერთვება ხეობის გამწვანების პროცესში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები