სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დავით ქაცარავასთან გასაუბრება მიმდინარეობს

ორჭოსანთან განვითარებული მოვლენების გამო, დავით ქაცარავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გასაუბრებაზე  იმყოფება.
„ჩვენ დავაფიქსირეთ რუსი ოკუპანტების წვრთნები, ორჭოსნის ბაზაზე, აქ ჩანდა რუსული სამხედრო ტექნიკა.
გაიმართა, საწვრთნელო სროლები ტყის მიმართულებით და რაღაც მომენტში გაჩნდა ტყეში ხანძარი, რომლის ჩაქრობაც მოახერხეს ოკუპანტებმა.
ამ თემზე მე მივაწვდი ინფორმაციას შესაბამის სამსახურებს“-განაცხადა გასაუბრებაზე შესვლამდე მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს წარმომადგენელმა დავით ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები