თამაზ მეჭიაური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ყოფილი პარლამენთარი თამაზ მეჭიაური თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს – ამის შესახებ ინფორმაციას თამაზ მეჭიაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
მისივე თქმით, მან გადაწყვეტილება მიიღო, კენჭი თიანეთის რაიონის გამგებლის თანამდებიობაზე იყაროს.
„დიდი ფიქრის შემდეგ, გავითვალისწინე ჩემთვის საპატივცემულო ადამიანების თხოვნა და გადავწყვიტე, კენჭი ვიყარო თიანეთის რაიონის გამგებლის თანამდებობაზე…
ამ გადაწყვეტილების მოტივებზე ვისაუბრებ მოგვიანებით…
P.S. კარგი ხალხის მხარდაჭერაზე უარს არ ვიტყვი. კანდიდატურის მოხსნა გამორიცხულია“, – წერს თამაზ მეჭიაური.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები