შს მინისტრი ბორჯომში, ხანძრის ადგილზე ჩავიდა

0

სოფელ დაბის ტერიტორიაზე, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნახანძრალ ტყეში ხანძრის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება, – ამის შესახებ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „კვირას“ ეროვნულ სატყეო სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობდა ხანძრის ადგილამდე მისასვლელი გზის გაწმენდითი სამუშაობები. დილის 6 საათიდან ადგილზე ვერტმფრენი და სამაშველო სამსახურები აგრძელებდნენ მუშაობას.
მთელი ღამის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.
ამ დროისათვის ცეცხლი 2 ჰა-ზე მეტ ფართობზეა გავრცელებული. დამწვარია ძველი ნახანძრალი და ბუჩქნარი. ამ ეტაპზე ცეცხლი ტყის მასივზე არ გავრცელებულა.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა.

კომენტარები

კომენტარი