არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, ჩვენსა და ოპონენტებს შორის შეთანხმება შედგება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ოპონენტებთან საკონსტიტუციო განხილვასთან დაკავშირებით იმედოვნებს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგება.

მისივე თქმით, კონსტიტუციის პროექტი და პრინციპები, რომელსაც მმართველი გუნდი უჭერს მხარს, ცნობილია.

”ეს არის კლასიკური საპარლამენტო მმართველობა ძლიერი პარლამენტით, ქმედითი მთავრობით, დამოუკიდებელი მართლმსაჯულებით და ზეპარტიული პრეზიდენტით. ვფიქრობ, ჩვენს შორის შედგება შეთანხმება უმთავრესზე – ახალი კონსტიტუცია, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას და საზოგადოების ყველა წევრისთვის მშვიდობიან თანაცხოვრებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, პარლამენტის შენობაში, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით არჩილ თალაკვაძემ გახსნა და ოპოზიციურ პარტიებს იმ საკითხების წარდგენა სთხოვა, რომლის შემთხვევაშიც მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო რეფორმას. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები