“იმედს გამოვთქვამთ, რომ ოპოზიციასთან დიალოგის პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორც საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა იყო”

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი უმრავლესობისა და ოპოზიციის დღეს დაგეგმილ შეხვედრას გამოეხმაურა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ  ოპოზიციასთან დიალოგის პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორც საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა იყო.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება მმართველი გუნდის მზაობას დიალოგთან დაკავშირებით.

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მოხდა გარკვეულწილად გადაფასება და აღიარება იმ შეცდომების, რომელიც დიალოგის არქონას უკავშირდება. შესაბამისად, ჩიხიდან გამოსვლის გზა და პირველი ნაბიჯები იქნა შემოთავაზებული. ეს მისასალმებელია. გამოვთქვამთ იმედს, რომ დიალოგის პროცესი დაემყარება კონსენსუსის მიღების იმედს. იმის გათვალისწინებით, რომ უახლოესი წარსული არ იძლევა ნდობის მაღალ რესურსს, იმედს გამოვთქვამთ, რომ დიალოგის პროცესი არ იქნება ისეთივე ფასადური, როგორც საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა იყო”, – განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დღეს, 17:00 საათზე, პარლამენტში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები