თბილისში ორ მამაკაცს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა (ფოტოკოლაჟი)

ორ მამაკაცს შორის დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა. „კვირას“ ინფორმაციით, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ორ მამაკაცს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ერთ-ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მეორეს ხელი დაარტყა, რომელიც ძირს დავარდა და გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. „კვირას“ ინფორმაცია შს სამინისტროში დაადასტურეს.
შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. უწყების ინფორმაციით, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ერთი პირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები