გიორგი ხატიძე: თენგიზ შერგელაშვილი ვინმეს კომპეტენციას რომ დაუწუნებს, ღიმილის მომგვრელია

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, გიორგი ხატიძის განცხადებით, მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში თენგიზ შერგელაშვილისთვის ჩაბარებული რეფორმების ჩავარდნის შემდეგ რომ ის ვინმეს კომპეტენციას დაუწუნებს, ღიმილის მომგვრელია.
“როგორც ჩანს, ბატონი შერგელაშვილის ბრძოლა მერობისთვის, კახა კალაძეზე საუბრით შემოიფარგლება. სჯობს საკუთარი პროგრამა, ხედვა და პროექტები გააცნოს საზოგადოებას. კახა კალაძე ზედმიწევნით ზუსტად მიყვება თბილისის და თბილისელების საჭიროებებს, საუბრობს სიცოცხლით სავსე ქალაქზე და მომავლის თბილისზე, უშუალოდ ესაუბრება ხალხს, კავშირი აქვს ყველა თაობასთან.
განცხადებებში ეტყობათ მის ოპონენტებს, რომ კახა კალაძის ინოვაციური კამპანია მოსწონთ, თუმცა მისი გამეორება არ შეუძლიათ – ხშირად აგრესია ამით არის გამოწვეული”, – აცხადებს ხატიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები