ვინ არის მინდია გულუა? – ტელეპროექტი, რომელიც ქართველ “კორლეონეს“ მიეძღვნა (ვიდეო)

ჩამოყალიბდება თუ არა კრასნოდარში იტალიური მაფიის მსგავსი ქართული მოდელი

– „Аналитика Юга Росси“ – ტელეპროექტი, რომელიც ქართველ „კორლეონეს“
მიეძღვნა.
რუსული ტელეარხებით დაახლოებით 10 – წუთიანი რეპორტაჟი ქართველ ბიზნესმენს,მინდია გულუას და ქართველი კრიმინალური ავტორიტეტების კრასნოდარში გავლენის სფეროების გაძლიერებას მიეძღვნა.
ჟურნალისტი ევგენი მიხაილოვი პროგნოზირებს, რომ კრასნოდარში „ქურდული“ საბჭოთა სამყაროს ნანგრევებზე იტალიური მაფიის მსგავსი ქართული ორგანიზაციის ჩამოყალიბება იგეგმება.
ჟურნალისტი დეტალურად ყვება ბიზნესმენ მინდია გულუასა და კრიმინალურსამყაროს შორის არსებულ კავშირებზე და თვლის, რომ, ბიზნესმენის
ხელშეწყობით, 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის კრასნოდარში დიდი რაოდენობით „შავი ფულის“ გათეთრებაა მოსალოდნელი.ჟურნალისტი ქრონოლოგიურად აღწერს იმ ქურდული კლანების ძალების შესუსტების
ეტაპებს, რომლებიც წლების მანძილზე გავლენას ინარჩუნებდნენ კრასნოდარში.
რეპორტაჟი სახელწოდებით – „На смену ворам приходит мафия“ ავტორი
კრასნოდარში „ტრადიციული ქურდული სამყაროს“ დასუსტების დეტალებზე საუბრობს,რასაც, მისი აზრით, ხელი შაქრო კალაშოვის დაკავებამაც შეუწყო.
„მეჩვენება, რომ კრასნოდარში იტალიური ტიპის მაფიური კლანის ჩამოყალიბება იგეგმება.
ვფიქრობ, მათთან ომი რთული იქნება, რადგან მაფიის მსგავს ორგანიზაციაში ერთიანდებიან როგორც კრიმინალები, ასევე ჩინოვნიკები და მოსყიდული ძალოვნები. ის ღირებულებები, რაც საბჭოთა პერიოდის ქურდული სამყაროსთვის აუცილებელი იყო, ახლა კრასნოდარში დიდად აღარ ფასობს, ახლა ავტორიტეტად ის მოიაზრება, ვისაც მეტი ფული აქვს.
კრასნოდარი შემთხვევით არ არის შერჩეული, რადგან აქ დიდი ინვესტიციაა
ჩადებული, ხოლო იმ ფონზე, როცა „ძედ ჰასანის“ და „იაპონჩიკის“ საქმის გამგრძელებელი, შაქრო კალაშოვი და იური ბიჩუგა დაკავებულები არიან, ქურდული სამყარო კრიზისში აღმოჩნდა“, -ამბობს გადაცემის ავტორი.
მიხაილოვი თვლის, რომ ახალი მაფიოზური ორგანიზაციის დონორად ქართველი
ბიზნესმენი მინდია გულუა მოიაზრება, რომლიც ქართველი კრიმინალური
ავტორიტეტის, მერაბ ჯანგველაძის, იგივე(„სუხუმსკის“) მითითებით
მოქმედებს. რეპორტაჟის ავტორი მინდია გულუას, „ჰუმანურ კორლეონედ“
მოიხსენიებს და იმ დაპირისპირებებს იხსენებს, რომელიც გულუას ადგილობრივ
ქურდულ სამყაროსთან წლების მანძილზე ჰქონდა.
მიხაილოვი მიიჩნევს, რომ გულუას ზურგს კრასნოდარის ძალოვანი უწყებების
წარმომადგენლებიც უმაგრებენ.
გადაცემის ავტორის განცხადებით, ბიზნესმენის დაცვა ყოფილი სპეცრაზმელებისგან შედგება, რომლებიც დღემდე ოფიცრების მოწმობებითსარგებლობენ.
„მშვიდობის დამყარებას ქურდული სამყაროს წევრების შეკრება სჭირდება, მაგრამ
ამას ჰყავს ხელის შემშლელები. ბიზნესმენი მინდია გულუა, რომელსაც უნდა, რომ
თავი ჰუმანურ კორლეონედ წარმოაჩინოს, კრასნოდარში კრიმინალური ავტორიტეტის, მერაბ ჯანგველაძის ინტერესს ატარებს, რომლის საქმეებსაც კრასნოდარში მისი ძმა, ლევან ჯანგველაძე კურირებს.
გულუა, კრასნოდარში „ობშიაკს“ განაგებს, მას ნათესაური კავშირი აქვს
კრასნოდარის სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილესთან , ასევე გავლენა აქვს
საოლქო სასამართლოზეც.
კრასნოდარის მაგალითზე სიტყვა „მაფიას“ შექმნა ნიშნავს იმ ინვესტიციების
მიტაცებას, რომელიც ამ მდიდარ მხარეშია ჩადებული, განსაკუთრებული ინტერესის სფეროდ ჩება 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი, რა დროსაც გულუას
მეშვეობით დაგეგმილია „შავი ფულის“ გათეთრება.“- ამბობს მიხაილოვი.

გადაცემის ავტორი გულუაზე რამდენჯერმე მომხდარ თავდასხმასაც იხსენებს. ის
პარალელებს ავლებს გულუასა და ცნობილი მოკრივის რომან კაშაევის წარსულ
ურთიერთობებზეც, რომლის ქურდულ სამყაროში ადგილის დამკვიდრებისთვის
ქართველმა ბიზნესმენმა სოლიდური ფსონიც კი დადო, მოგვიანებით კაშაევი „ძედ
ჰასანის“ გუნდში აღმოჩნდა. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ორი თავდასხმა მინდია
გულუაზეც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მოკრივის დაკვეთა
იყო.

ამ ინციდენტის შემდეგ ყუბანის უდიდესი ბიზნესმენი დიდი ხნით აღარ
გამოჩენილა კრასნოდარის მხარეში, თუმცა თავდასხმა 2016 წელს ისევ
განმეორდა, რა დროსაც, როგორც გადაცემის ავტორი ყვება, დაიწყო ღია ომი
მერაბ ჯანგველაძესა და „ძედ ჰასანის“ კლანებს შორის გავლენის სფეროების
გადასანაწილებლად. ამ დაპირისპირების დროს გულუაზე კიდევ ერთი თავდასხმა
მოხდა. როგორც გადაცემის ავტორი ამბობს, გულუას ხალხმა დაიჭირა მოკრივის ბანდის წევრები და სასტიკად აწამა, წამების შემდეგ კი ისინი კრასნოდარის დროებითი
მოთავსების იზოლატორში აღმოჩნდნენ. ამით მიხაილოვი ხაზს უსვამს იმას, რომ,
მინდია გულუას სამართალდამცავები მფარველობენ.

მიხაილოვი თვლის, რომ გულუას კრასნოდარში არსებული ყველა ბიზნესის ხელში
ჩაგდება უნდა, რადგან ის ამ ეტაპზე საკმაოდ მსხვილ ბიზნესებს „მფარველობს“.

„ჩეკისტების გამზირზე გულუას 2016-ში კიდევ ერთხელ ესროლეს, ეს ნიშნავდა,
რომ გაჩაღდა ბრძოლა კრიმინალებს შორის და წამოიწყო ნადირობა რომან კაშაევის
ხალხზე. ფაქტების მიხედვით, გულუას ხალხი ღიად მოქმედებდა, მათ აწამეს
კაშაევის დაცვის წევრი, გამბარიანი და მოგვიანებით ის სამართალდამცავების
ხელში აღმოჩნდა, იგივე გაუკეთეს მეორე ადამიანსაც. მომხდარის შემდეგ
გამბარიანი ინვალიდად დარჩა“. – აღნიშნავს მიხაილოვი.

მიხალიოვი, კრასნოდარში ახალი დანაშაულებრივი ფორმირების შექმნას
აანონსებს, სადაც, მისი აზრით, მთავარი ფიგურა მინდია გულუა იქნება.

„სწორედ მსოფლიო ჩემპიონატის დროს შესაძლოა, კრასნოდარში იტალიური მაფიის
ქართული ვარიანტი მივიღოთ, სადაც მთავარი გმირი მინდია გულუა იქნება“, –
ასე ამთავრებს რეპორტაჟს ევგენი მიხაილოვი, რომელიც კრასნოდარის ქურდული
სამყაროს ნანგრევებზე ქართველი „კორლეონეს“ გავლენის გაძლიერებას
პროგნოზირებს.

წყარო:http://exclusivenews.ge/post/62569

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები