ნინო სურგულაძე ანა მაზანიშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ვიდეომიმართვას ავრცელებს

15 აგვისტოს, ანა მაზანიშვილისთვის დანიშნული ოპერაცია გადაიდო. ოპერაციისთვის სულ 24 000$ იყო საჭირო და თანხის ნახევარი უკვე შეგროვილია. მეცო-სოპრანომ, ნინო სურგულაძემ ანას მხარდასაჭერად 2500 ლარი ჩარიცხა.
როგორც მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ანა, თავისი საქმიანობიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ნამდვილად განსაკუთრებულია.
“ყველას გთხოვთ, რომ დავუდგეთ გვერდში ანას და გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე, ეს არის ის ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით მინდა გამოვყო. რა თქმა უნდა თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის. მაგრამ გამომდინარე ანას საქმიანობიდან და ცხოვრების წესიდან, ის ნამდვილად განსაკუთრებულია. მოდით ერთად, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, საზოგადოების გაერთიანების შედეგად დავამარცხოთ ვერაგი დაავადება.
ანა, შენ ის ადამიანი ხარ, რომელსაც, ვფიქრობ, ჩვენმა შვილებმა, მომავალმა თაობამ უნდა მიბაძოს, მე დარწმუნებული ვარ ყველაფერი კარგად იქნება. ახლა ანასთვის გავერთიანდეთ”,- აცხადებს ნინო სურგულაძე ვიდეომიმართვაში.
ანა მაზანიშვილს თავში, მარცხენა საძილე არტერიის კლინოიდური სეგმენტის ანევრიზმის დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია თურქეთში. ამ ეტაპზე, ანას, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ასევე მეგობრებისა და გულშემატკივრების დახმარებით, გარკვეული თანხა შეუგროვდა, მაგრამ ეს, სამწუხაროდ, საკმარისი არ არის ოპერაციის დანიშვნისთვის. მას ესაჭიროება მინიმუმ 30 000 ლარი.
დარჩენილია შესაგროვებელი – 9200 ლარი!!!
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი, GE55BG0000000894780200
საქველმოქმედო ნომერი: 0901 700 002
ონლაინდახმარების ფონდი: http://wehelp.ge/view/content.php?id=181
ასევე, გაცნობებთ, რომ „თი-ბი-სი ფეის“ სწრაფი გადახდის აპარატებში დაემატა კატეგორია #ახლაანასთვის – შეტანილი თანხა პირდაპირ ანას ანგარიშზე ირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები