ლევან იზორია: ქვეყნის დეოკუპაციას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ

„ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ იმას, რასაც ჰქვია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და რასაც ჰქვია ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება“,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

მინისტრი ხურჩასთან რუსი სამხედროების მიერ მავთულხლართების გაბმასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ოკუპაციის პოლიტიკას. ხელისუფლება იმ „შეთანხმებებსაც“ გმობს, რომელიც ე.წ. სუბიექტებთან გააფორმა და რომელიც პირდაპირ ადასტურებს ქვეყნის ტერიტორიების ანექსიის ფაქტს. მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

„ამას მოწმობს გუშინწინ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაც, სადაც ცალსახად იქნა აღნიშნული, რომ რუსეთმა უარი უნდა თქვას ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე. მინდა ღრმა რწმენა გამოვთქვა, რომ ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ იმას, რასაც ჰქვია ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია და რასაც ჰქვია ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება. ამას დრო სჭირდება და ეს დრო აუცილებლად დადგება“,- აღნიშნა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები