ირაკლი კობახიძე ახალგორში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვას რუსული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად აფასებს

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება ახალგორში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვასთან დაკავშირებით, რუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია.
„ეს ძალიან სამწუხარო და ძალიან მძიმე მოვლენაა. ასეთ პროცესებს ჩვენ ვაკვირდებოდით მანამდე აფხაზეთის ტერიტორიაზე, ახლა უკვე – ცხინვალის რეგიონში. ეს არის რუსული პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი. ჩვენ განსაზღვრული გვაქვს ჩვენი პოლიტიკა. ჩვენი პრიორიტეტია ჩვენი თანამოქალაქეების ინტერესების დაცვა, მათ შორის იმ ადამიანების ინტერესების დაცვა, რომლებიც ცხოვრობენ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე და ამისთვის ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები