ზუგდიდის რაიონში, საოკუპაციო ხაზზე, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, საოკუპაციო ხაზზე, რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ე.წ. “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” ბრალდებით დაკავებული ადგილობრივი მცხოვრებია. როგორც სუს-ში აცხადებენ, მომხდარის შესახებ უკვე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“ და უწყება მუშაობს დაკავებულის გასათავისუფლებლად.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსმა ოკუპანტებმა წალენჯიხის მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი იმავე ბრალდებით დააკავეს.