დიდ დიღომში, მშენებარე კორპუსში, ცეცხლი გაჩნდა

დიდი დიღმის ტერიტორიაზე, მშენებარე კორპუსში, ცეცხლი გაჩნდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი კორპუსის გარშემო აგებულ ხის კონსტრუქციას მოედო.
ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები