ოკუპანტებმა სოფელ პალურის მკვიდრი გაიტაცეს
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ პალურის მკვიდრი უტა სამუშია გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, უტა სამუშია მდინარე ენგურზე სათევზაოდ იყო წასული, რა დროსაც ის ოკუპანტებმა გაიტაცეს.
სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ უკვე ეცნობა სადამკვირვებლო მისიებს, ასევე, ამოქმედებულია „ცხელი ხაზი“.