სამეგრელოში უბედურ შემთხვევას მამაკაცი ემსხვერპლა

წალენჯიხის რაიონში უბედური შემთხვევა მოხდა. სატყეო მეურნეობის უბან ოხაჩქუეში 30 წლის მამაკაცი ხეს ჭრიდა, მამაკაცმა ხე სიმძიმის გამო ვერ დაიმორჩილა და ხის ქვეშ მოჰყვა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები