მთაწმინდაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

ხანძარი მთაწმინდაზე ლოკალიზებულია,  ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ განაცხადა. ​მანვე განმარტა, რომ პანიკის აღარანაირი საფუძველი არ არსებობს, რადგან უკვე სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
“ამ ეტაპისთვის ჩვენ გვაქვს ცეცხლის სრული ლოკალიზება, მიმდინარეობს ამჟამად კერების სალიკვიდაციო სამუშაოები, მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს.  ლოკალიზებულია ხანძრის ყველა კერა. ვერსიები უამრავი არსებობს დ საქმეს შესაბამისი კვალიფიკაცია მიეცა,”-განაცხადა მერაბ მალანიამ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.
შეგახსენებთ, რომ მთაწმინდაზე შემთხვევის ადგილას მომხდარიდან რამდენიმე წუთშივე მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც, ადგილზე იმყოფებოდა თბილისი მერი დავით ნარმანია, თბილისი მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” კახა კალაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები