მერაბ მალანია: დაიწვა დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრი ფართობი

საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას, – ამის შესახებ მთაწმინდაზე, შემთხვევის ადგილზე მისულმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ მერაბ მალანიამ განაცხადა. მანვე განმარტა, რომ საჰაერო საშუალებების გამოყენება  ღამის პირობებში გამორიცხულია.
“მუშაობს 8 ავტომანქანა და 70 მაშველი, დაიწვა დაახლოებით 2000 კვადრატული მეტრი ფართობი, ევაკუაცია არსად არ გახდა საჭირო და არ დაგვჭირვებია.  რაც შეეხება საჰაერო საშუალებებს, ღამით ეს ყოვლად დაუშვებელია. საქმე აღძრულია 188-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას. არანაირი პანიკის საფუძველი აღარ არსებობს.”-განაცხადა მერაბ მალანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები