დავით ნარმანია: ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩაქრობითი სამუშაოები, პანიკის საფუძველი არ არსებობს

 მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები გაგზავნილია ქვედა და ზედა ნაწილში სამაშველო ბრიგადები, – ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.
ამ წუთებში მთაწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. დავით ნარმანიას ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები უცნობია.
“ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჩაქრობითი სამუშაოები, ღამის საათებია და ხილვადობა რთულია, თუმცა ყველაფერი კეთდება ახალი გაჩენილი კერების ლოკალიზაციისთვის. გაგზავნილია ბრიგადები ქვედა და ზედა ნაწილებში. ამ წუთებში პანიკის საფუძველი არ არსებობს. ძალიან სწრაფად მოხდა საპატრულო და სამაშველო სამსახურების მობილიზება. მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, მობილიზებულია საკმაო რაოდენობის წყლის ცისტერნა და მაშველები.”-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ჩაქრობით სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს.  როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, თბილისი მერმა დავით ნარმანიამ თავდაცვის სამინისტროს წინადადებით მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, ჩერთვება თუ არა ვერტმფრენი სამუშაოებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები