მთაწმინდაზე დავით ნარმანია მივიდა – ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შესაძლოა ვერტმფრენიც ჩაერთოს

თბილისის მერი დავით ნარმანია მთაწმინდაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე ეცნობა. მასთან ერთად იმყოფება გამწვანების სამსახურის უფროსი გოგა წერეთელი.
და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი.
ქალაქის მერის თქმით ხანძარი დასახლებული პუნქტისგან მოშორებით არის, შესაბამისად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთოს.
მთაწმინდაზე ხანძარს 7 სახანძრო ეკიპაჟი და 40 მდე მაშველ-მეხანძრე ებრძვის. ცნობილია, რომ ცეცხლი მამა დავითის ტაძრის ქვედა ტერიტორიაზე წიწვოვან ხეებს უკიდია.
როგორც „კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს, რთული რელიეფური პირობებიდან გამომდინარე, მეხანძრეებს შემთხვევის ადგილზე მიახლოება გაუჭირდათ.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები