ვლადიმერ პუტინი: ჩვენ საიმედო გარანტიას ვაძლევთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას
რუსეთი მომავალშიც აპირებს აფხაზეთის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საიმედო გარანტი იყოს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ოკუპირებულ აფხაზეთში სტუმრობისას განაცხადა.
პუტინმა აფხაზეთში ეკონომიკაზე და პოლიტიკაზე ისაუბრა. მან დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებასთან ეკონომიკის განვითარების სტრატეგიაზე გაამახვილა ყურადღება.მანვე რუსეთი კიდევ ერთხელ დაასახელა აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტად.
„გვაქვს სასაუბრო თემები, რაზეც უნდა ვისაუბროთ, მაგრამ უმთავრესი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ გვაქვს აფხაზეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა. ჩვენ საიმედო გარანტიას ვაძლევთ აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ასე იქნება.
აუცილებელია აფხაზეთის ეკონომიკის განვითარების ოპტიმალური გზების პოვნა ახალი სამუშაო ადგილების და საგადასახადო ბაზის შესაქმნელად. 2017-19 წლებში რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის დახმარებას და საინვესტიციო პროგრამა 6 მილიარდ რუბლს შეადგენს.”-განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, თავის მხრივ, ოკუპირებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს აფხაზეთის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის განსამტკიცებლად. პუტინის განცხადებით, დღვანდელ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საკითხს, რომელიც აფხაზეთის თანამედროვე სახელმწიფოდ გახდომას გულისხმობს ეფექტური და თვითკმარი ეკონომიკით. მისივე თქმით, იანვარ-მარტში ურთიერთსავაჭრო
ბრუნვა 6,5 %-ით გაიზარდა.