დილან უაითი: პუტინის ვიზიტი ზიანს აყენებს მოლაპარაკებათა გზით კონფლიქტის მოგვარებას

ნატო პუტინის აფხაზეთში ვიზიტს უარყოფითად აფასებს. ნატოს წარმომადგენლები თვლიან,რომ პუტინის აფხაზეთში ვიზიტი ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად ხელს უშლის კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას.
პუტინის ვიზიტს აფხაზეთში ალიანსის ოფიციალური წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებელი დილან უაითი გამოეხმაურა.
„ვლადიმერ პუტინის ვიზიტი საქართველოს რეგიონში, შეიარაღებული კონფლიქტის მეცხრე წლისთავზე, ზიანს აყენებს საერთაშორისო ძალისხმევას მოლაპარაკებათა გზით კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, – განაცხადა უაითმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები