„პუტინის სოხუმში ვიზიტი გზავნილია, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს და ზრდის ექსკლუზიურ კონტროლს“

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.
როგორც მან განაცხადა, ვლადიმერ პუტინის სოხუმში 8 აგვისტოს ვიზიტი – ამ ძალიან ტრაგიკულ დღეს, საქართველოში რუსული აგრესიის 9 წლისთავზე არის ღია გზავნილი, რომ რუსეთი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აგრძელებს და ზრდის ამ ტერიტორიებზე ექსკლუზიურ კონტროლს.
”ჩვენი გზავნილი და ჩვენი პასუხი არის ძალიან ცალსახა – ჩვენ არ შევეგუებით ოკუპაციას, 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის განმავლობაში ადამიანებმა ქვეყნის თავისუფლებისათვის სიცოცხლე გასწირეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოცემულობასთან შეგუებას არ ვაპირებთ. ჩვენ აუცილებლად განვახორციელებთ დეოკუპაციის პოლიტიკას. ეს იქნება მშვიდობიანი გზა, ჩვენი მშვიდობიანი ბრძოლა, რათა აღარ დავკარგოთ ახალი სიცოცხლე. ჩვენ განვითარებითა და ქვეყნის გაძლიერებით უნდა დავუპირისპირდეთ განგრძობად ოკუპაციას”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები