ლაგოდეხში ხანძარი ლიკვიდირებულია

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თელას მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათი ცნობით, ხანძრის შედეგად 3 ჰექტრამდე ტერიტორიაა დამწვარი.
ლაგოდეხში, ცოდნისკარის თემში ხანძარი გუშინ გაჩნდა. ცეცხლი ბუჩქნარს მოედო.
ხანძრის ლოკალიზებისთვის 100-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა. ადგილზე ჩავიდა კახეთის გუბერნატორიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები