ეჭვიანობის ნიადაგზე ქალმა ქალი დაჭრა

ქარელში 45 წლის ქალს თავს დაესხნენ და 30-მდე ჭრილობა მიაყენეს. თავდამსხმელი სავარაუდოდ 50 წლამდე ქალბატონია.
დაზარალებულს ჭრილობები დანით მიაყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით დაჭრის მოტივი ეჭვიანობაა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდარ ფაქტზე საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით აღიძრა, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები