თბილისში, ზოოპარკის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, ზოოპარკის ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა.
„კვირას“ ინფორმაციით, ძველ ატრაქციონს ხე დაეცე რის შემდეგაც მოკლე ჩართვა მოხდა და ხანძარი გაჩნდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულები არიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, ცეცხლი უკვე ლოკალიზებული.
ამ დროის მონაცემებით დამწვარია 30 კვადრატულ მეტრამდე ფართობი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები