ავტობანზე მამაკაცს მიკროავტობუსი მაშინ დაეჯახა, როცა საბურავს ცვლიდა, ის ადგილზე გარდაიცვალა

გორთან, ავტობანზე მომხდარ ავარიას 21 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, ორი პირი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს კუთვნილი ავტომობილი ავტობანზე ავარიულ ზოლში ჰყავდა გადაყვანილი და საბურავს ცვლიდა, როდესაც მას მიკროავტობუსი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად ის გარდაიცვალა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავარიაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები