სოფელ ხეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 19 წლის მამაკაცი დაიღუპა

სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 19 წლის მამაკაცი დაიღუპა, ხოლო ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.
როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები