უშგულიდან მომავალი ავტომობილი მდინარეში გადავარდა

უშგულიდან მომავალი ავტომობილი მდინარეში გადავარდა.

როგორც „კვირას“ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კახა ჟორჟოლიანმა განუცხადა, ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები. არსებული ინფორმაციით, ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები