მამუკა მდინარაძე საქალაქო სასამართლოში სპეციალიზებული მოსამართლეების გამოყოფას მიესალმება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, წინგადადგმული ნაბიჯია საქალაქო სასამართლოში სპეციალიზებული მოსამართლეების გამოყოფა.
„საქართველოს ხელისუფლება მუშაობს სასამართლო რეფორმის ახალ, ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან ნაწილზე, რომელიც კომერციული დავების განმხილველ სპეციალურ პალატას შეეხება. ამ ფონზე, ვიდრე ხსენებული რეფორმის განხორციელება გარკვეულ დროს საჭიროებს, სასამართლო სისტემის ძალიან წარმატებულ სვლად უნდა მივიჩნიოთ თბილისის საქალაქო სასამართლოში სპეციალიზებული მოსამართლეების გამოყოფა, რომლებიც ნახევარ მილიონ ლარს ზევით სანივთო, ვალდებულებით, გაკოტრების და სამეწარმეო დავებს განიხილავენ”,- განაცხადა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ‘ბიზნესი ყოველთვის წუხდა გაჭიანურებული ვადების გამო და როგორც ჩანს, სასამართლომ ამ პრობლემის სწრაფი გადაჭრა გადაწყვიტა”.
“შესაბამისად, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ბიზნესისა და ზოგადად, ქართული ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში კომერციული დავების სპეციალიზაციის 4 მოსამართლე იმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები