კორეაში საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოთარ ბერძენიშვილი კორეის იმპორტიორთა ასოციაციის – KOIMA-ს თავმჯდომარეს, მიუნგ ჯინ შინს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა ქართული კომპანიებისა და KOIMA-ს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები და კორეის რესპუბლიკაში იმპორტირებული ქართული პროდუქციის რაოდენობის ზრდის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი ბიზნეს-ფორუმის ჩატარებას და ქართული ბაზრის შესწავლის მიზნით KOIMA-ს მიერ საქართველოში კორეელ ბიზნესმენთა დელეგაციის ვიზიტის ორგანიზების შესაძლებლობას.
ოთარ ბერძენიშვილმა ასევე შეხვედრა გამართა პოლიტიკურ მეცნიერებათა საკითხებში წამყვანი კორეული ინსტიტუტი ASAN-ის პრეზიდენტთან, ჰამ ჩაიბონგთან.
მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ისაუბრეს საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პრიორიტეტების შესახებ ცნობადობის გაზრდის საკითხზე კორეის აკადემიურ წრეებსა და წამყვან სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები