დეპუტატი საქალაქო სასამართლოში სპეციალიზაციის ცალკე გამოყოფას ეფექტურ ნაბიჯად აფასებს

“ქართული ოცნების” წევრმა დავით სონღულაშვილმა სასამართლოს რეფორმირების ფარგლებში საქალაქო სასამართლოში სპეციალიზებული მოსამართლეების მიერ კომერციული დავების ცალკე განხილვის პრეცედენტის დაშვება პოზიტიურ ნაბიჯად შეაფასა.
“როგორც დღეს იუსტიციის საბჭოს მდივნის განცხადებიდან ხდება ცნობილი, საქალაქო სასამართლოში პირველი აგვისტოდან კომერციული დავების სპეციალიზაციის ოთხი მოსამართლე იმუშავებს, რაც უდაოდ პოზიტიური ნაბიჯია სასამართლო სისტემის რეფორმირების გზაზე.ე
ამ რეფორმამდე ბიზნესისთვის სასამართლოებში დავის წარმოება დაკავშირებული იყო გაჭიანურებულ პროცესთან, მეტ ხარჯებთან და ადამიანური რესურსების დამატებით გამოყენებასთან. ბიზნესის წარმომადგენლები ვერ ახერხებდნენ სამართლებრივი მოთხოვნების სწრაფად და ეფექტურად დაკმაყოფილებას. ცვლილებების შედეგად კი სასამართლო იქნება უფრო ეფექტური, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის განვითარებას ბიზნესის, ეკონომიკის და საინვესტიციო გარემოს მიმართულებით“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები