რატი იონათამიშვილი საქალაქო სასამართლოში ვიწრო სპეციალიზაციის შექმნას დადებითად აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, რატი იონათამიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა ვიწრო სპეციალიზაცია, დადებითად აფასებს.
“მინდა, მივესალმო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შეიქმნა ვიწრო სპეციალიზაცია, რომლის მიხედვითაც 500 ათას ლარს ზევით დავის საგნის მქონე საინვესტიციო და კომერციულ დავებს 4 მოსამართლე განიხილავს. ამ ცვლილებით დაიზოგება არა მხოლოდ დრო, ხარჯები და ადამიანური რესურსი, არამედ გაუმჯობესდება ბიზნესგარემო, რაც ხელს შეუწყობს დასაქმებას, წარმოების განვითარებას და ინვესტიციების ზრდას.
ასევე, აღსანიშნავი და მისასალმებელია, რომ ვიწრო სპეციალიზაციის შექმნას წინაპირობად უდევს ბიზნესსექტორის ინტერესების გათვალისწინებაც“, – განაცხადა დეპუტატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები