კარლო კოპალიანი საქალაქო სასამართლოში ვიწრო სპეციალიზაციის მიმართულების შექმნას იწონებს

სასამართლოს რეფორმირების ფარგლებში საქალაქო სასამართლოში სპეციალიზებული მოსამართლეების მიერ კომერციული დავების ცალკე განხილვის პრეცედენტის დაშვება მხოლოდ შექებას იმსახურებს – ამის შესახებ დეპუტატმა კარლო კოპალიანმა განაცხადა.
მისი შეფასებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ, სასამართლოს აღნიშნული რეფორმა და ამ სპეციალიზაციის ცალკე გამოყოფა დამატებით მოტივაციასა და სასამართლოსადმი ნდობას შექმნის.
„რაც მთავარია ძალიან გააუმჯობესებს ბიზნესის წარმოებას, რადგან შეამცირებს განხილვის ვადებს და სამართალწარმოების ხარისხიც გაცილებით უკეთესი იქნება“, -აღნიშნა კარლო კოპალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები