ლევან იზორია: ყველა ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა

თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით, საქართველო მკაცრად გმობს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ვიზიტს.
„ყველა ქმედება და ვიზიტი ოკუპირებულ ტერიტორიაზე არის საერთაშორისო ნორმების დარღვევა. ჩვენ მკაცრად ვგმობთ ამას. ჩვენ გვაქვს შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორებთან და ეს ჩვენი ერის სტრატეგიულ ინტერესებს უკავშირდება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ცივი გონებით. მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სტაბილურობა და სიმშვიდე. ეს ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა და არა მხოლოდ ხელისუფლების, რომ თავიდან ავიცილოთ არსებული თუ მოსალოდნელი პროვოკაციები. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ქვეყანა, რომლის ნაწილი ოკუპირებულია, ბუნებრივია ყოველდღიურ და უშუალო საფრთხის ქვეშ არის”,- აღნიშნა იზორიამ.
მისივე თქმით, მთავრობის უმთავრესი ამოცანა მშვიდობის შენარჩუნებაა.
„ჩვენი მრავალეროვნული წვრთნების ამოცანა გახლავთ დემოკრატიული განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა, რაც მშვიდობიანი პირობების განმტკიცებას გულისხმობს ჩვენ ქვეყანასა და რეგიონში”, – განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები