კომერციულ დავებს სპეციალურად შერჩეული ოთხი მოსამართლე განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიაში, კომერციული დავების განმხილველი სპეციალური ვიწრო სპეციალიზაცია შეიქმნა, რომლის შექმნის მიზანიც გაჭიანურებული კომერციული დავებია.
იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის გიორგი მიქაუტაძის განცხადებით, აღნიშნული ვიწრო სპეციალიზაცია, საწყის ეტაპზე დაკოპლექტდება ოთხი მოსამართლით – თამარ ბურჯანაძე, ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი და სოსო ღურწკაია.
მისივე თქმით, მოსამართლეები კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს გაივლიან.
”ვფიქრობთ, მივიღებთ იმას, რომ უფრო არგუმენტირებულად იქნება განხილული ბიზნესდავები, ასევე გაიზრდება დასაბუთებულობის ხარისხი და შემჭიდროვებულ ვადებში მოხდება მსგავსი დავების განხილვა. ეს ძალიან მნიშვნელივანია, რადგან ძირითადი პრეტენზია და უკმაყოფილება არის სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით და არის შენიშვნები, რომ დროში იმდენად ხანგრძლივად იწელება ეს საქმეები, რომ საბოლოო ჯამში, აზრს კარგავს ბიზნესსექტორისთვის”, – განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები