მაკა ჩიჩუამ „კამარას” ორგანიზებული გამოფენა დაათვალიერა

საქართველოს პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის “კამარა” მიერ ორგანიზებული გამოფენა დაათვალიერა, რომელიც პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
გამოფენაზე „კამარას” ბენეფიციარების მიერ არტთერაპიის პროცესში შექმნილი სხვადსხვა ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
მაკა ჩიჩუას ცენტრის ხელმძღვანელმა ნათია ფანჯიკიძემ უნასპინძლა, ნამუშევრების ავტორები წარუდგინა და გამოფენის შესახებ ინფორმაცია გააცნო.
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი “კამარა”ფსიქოთერაპიის სხვადასხვა მეთოდებთან ერთად, სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანებს არტთერაპიის კურსს სთავაზობს, რომელიც შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და თვითკვლევის გზით პაციენტებს მენტალურ და ემოციურ პრობლემებთან გამკლავებაში ეხმარება და ხელს უწყობს მათ გამოჯანმრთელებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები