დიმიტრი მედვედევი:ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო

დონალდ ტრამპის მიერ იმ კანონპროექტზე ხელმოწერას, რომელიც რუსეთისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს დიმიტრი მედვედევი გამოეხმაურა. მედვედევი ამერიკასთან შემდგომ სტაბილურ თანამშრომლობას დასრულებულად თვლის, იგი აშშ-ს სავაჭრო იმის გამოცხადებაში ადანაშაულებს. „აშშ-ს პრეზიდენტის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სასანქციო კანონის ხელმოწერა რამდენიმე შედეგის მომტანია. პირველი, ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესების იმედს ბოლო მოეღო. მეორე, რუსეთს სრულფასოვანი სავაჭრო ომი გამოუცხადეს. მესამე, ტრამპის ადმინისტრაციამ სრული უუნარობა გამოაჩინა, როდესაც აღმასრულებელი უფლებამოსილება კონგრესს გადასცა. ეს ძალთა განლაგებას ცვლის აშშ-ს პოლიტიკურ წრეებში“, – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა. მისი თქმით, ამერიკულმა ისტებლიშმენტმა სუფთად მოუგო ტრამპს. „პრეზიდენტი ახალი სანქციებით მოხარული არ არის, მაგრამ მას არ შეეძლო ხელი არ მოეწერა კანონზე. ახალი სასანქციო თემა პირველ რიგში ტრამპისთვის ადგილის მიჩენას ემსახურებოდა. წინ ახალი მცდელობები იქნება, რომლის საბოლოო მიზანი ტრამპის ხელისუფლებიდან ჩამოშორება იქნება. არასისტემური მოთამაშე ლიკვიდირებული უნდა იყოს. ამავდროულად, ამერიკული ბიზნესის ინტერესები სრულად უგულველყოფილია“, – განაცხადა მედვედევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები