აფეთქების დროს ოკუპირებულ აფხაზეთში 25 ადამიანი დაშავდა

ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონის სოფელ პრიმორსკთან, სამხედრო საწყობში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან დამსვენებლებიც.

რუსეთის ტურიზმის სამსახური საკუთარი მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.
სამხედრო საწყობში მომხდარი ხანძრისა და აფეთქების გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები