როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების პროგნოზი

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
როგორც „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, 5 აგვისტოს ცალკეულ რაიონებში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით.
რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას, დოდო გვაზავას თქმით, დასავლეთ საქართველოში 34-დან 39 გრადუსამდე სიცხეა მოსალოდნელი. აღმოსავლეთში კი 33-დან 37 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთიან რაიონებში ჰაერი 22-დან 25 გრადუსამდე გათბება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები