ოკუპანტებმა სოფელ ფლავისმანიდან ორი ადამიანი გაიტაცეს

ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლავისმანიდან ორი ადამიანი გაიტაცეს.
სავარაუდოდ, ისინი ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილი. როგორც „კვირას“ სუს-ში განუცხადეს, ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და მიმდინარეობს მუშაობა მათ გასათავისუფლებლად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები