თბილისის საკრებულომ საავტორო უფლებათა ასოციაციასთან და საქპატენტთან მემორანდუმები გააფორმა

ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის ,,თბილისი“ ფარგლებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციასთან და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა. დოკუმენტებს საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, ასევე საქპატენტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ გოგოლიძემ და საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის დირექტორმა გიგა კობალაძემ მოაწერეს ხელი. როგორც მხარეებმა განაცხადეს, აღნიშნული მემორანდუმები ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ პოპულარიზაციის მიზნით გაფორმდა, რაც ლიტერატურის, მუსიკის, ფერწერის, არქიტექტურისა და ხელოვნების დარგში მოღვაწე ნებისმიერი დაინტერესებული პირის კონკურსში მონაწილეობის ხელშეწყობას, მათ ჩართულობასა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას, ასევე საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების გაზრდას და ზოგადად ხელოვნების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ღონისძიებას განათლებისა და კულტურის კომისიისა და კონკურსის ,,თბილისი“ ჟიურის წევრები, ასევე საავტორო უფლებათა ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები