გიორგი მარგველაშვილი კათოლიკოს-პატრიარქს და საქართველოს მოსახლეობას ილიაობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და საქართველოს მოსახლეობას ილიაობას ულოცავს.
როგორც მილოცვის ტექსტშია ნათქვამი, წელს 30 წელი შესრულდა ილია II-ის თაოსნობით მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვიდან, რამაც პრეზიდენტის თქმით, ქართულ საზოგადოებას საკუთარი შესაძლებლობის რწმენა განუმტკიცა.

„გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს, ილიაობას – ელია წინასწარმეტყველისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღეს, ასევე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ს ანგელოზის დღეს. წელს 30 წელი შესრულდა უწმინდესისა და უნეტარესის თაოსნობით მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ილია ჭავჭავაძის წმინდანად შერაცხვიდან.
ამ მოვლენამ თითოეულ ჩვენგანს და ქართულ საზოგადოებას მთლიანად, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დასაწყისში, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების რწმენა განგვიმტკიცა, შეუმცდარი ორიენტირი დაგვისახა ახალ ფორმებში გამოხატული მარადიული ფასეულობების ძიებისა და ჩვენ თანამედროვეობაში მათი ხორცშეხმისათვის. სიმართლის გზით სიარულს, მშვიდობასა და წინსვლას გისურვებთ“, – ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები