შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ს დელეგაცია ეწვია

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის გენერალ-მაიორმა მინდია ლორთქიფანიძემ აშშ-ს ჯორჯიის შტატის 78-ე საჯარისო დანაყოფის მეთაურს, გენერალ ტომას ბლექსტოკსა და აშშ-ს ევროპული სარდლობის დელეგაციას განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე უმასპინძლა.
 
ვიზიტის მიზანი იყო ამერიკელი პარტნიორების მიერ საქართველოს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საქმიანობის გაცნობა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება.
 
სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აშშ-ს დელეგაციის წევრებს დეპარტამენტის საქმიანობის, განხორციელებული რეფორმების, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს და ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
 
შეხვედრის დასასრულს, სტუმრებისთვის შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, ამავე დეპარტამენტის პირადი შემადგენლობის მონაწილეობით, საჩვენებელი საბრძოლო წვრთნები გაიმართა. ასევე მოეწყო სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის გამოფენა.
 
ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომლის მხარდაჭერითაც არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები