“ტვიტერზე” პრემიერისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ფოტოს ილინოისის უნივერსიტეტი გამოეხმაურა
“ტვიტერზე” გამოქვეყნებულ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის ერთობლივ ფოტოს ილინოისის უნივერსიტეტი გამოეხმაურა.
პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის ფოტოს ფონზე ჩანს ილინოისის უნივერსიტეტის ბაღი და შენობა, სადაც გიორგი კვირიკაშვილი სწავლობდა.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკვე დაასრულა.