თედო ჯაფარიძე პენსის ვიზიტზე: ხაზი გაესვა თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის ჩვენი ქვეყანა, უსაფრთხოება, სტაბილურობა და მომავალი

„ამერიკის ხელმძღვანელობამ, თეთრმა სახლმა, პრეზიდენტმა და თავად პენსმა ხაზი გაუსვეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის ჩვენი ქვეყანა ჩვენი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის მომავალი“,-ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერის მრჩეველმა თედო ჯაფარიძემ მაიკ პენსის ვიზიტის შესახებ განაცხადა.
მისივე თქმით, მსგავსი დონის შინაარსობრივი შეხვედრები და საჯარო განცხადებები აქამდე არ მოუსმენია.
„ვესწრებოდი ყველა შეხვედრას, რაც კი ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას გაუმართავს და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი დონის შეხვედრა შინაარსობრივად, კონტექსტუალურად, გზავნილები, თვითონ კონტექსტი ამ შეხვედრის და ის საჯარო განცხადებები, რომელიც მაიკ პენსმა გააკეთა საჯაროდ, პირველად მოვისმინე.
ესტონეთში ყოფნისას პენსი შეხვდა ბალტიის სამ ლიდერს, მონტენეგროში ბალკანეთის ქვეყნების ხელმძღვანელებს შეხვდება, საქართველო კი იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც მას ჰქონდა ორმხრივი ვიზიტი, რითაც მგონია, რომ ამერიკის ხელმძღვანელობამ, თეთრმა სახლმა, პრეზიდენტმა და თავად პენსმა ხაზი გაუსვეს თუ რამდენად მნიშვნელოვანი აშშ-ისთვის ჩვენი ქვეყანა ჩვენი უსაფრთხოება, სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის მომავალი“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, რეგიონისადმი ამერიკის საგარეო პოლიტიკური დინამიკა და დამოკიდებულება გაიზრდება და ამ მხრივ საქართველო წამყვანი პარტნიორი ქვეყანაა.
“კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ რასაც ჩვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ, თითქოს საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული რადარიდან გაქრა, ასე არ არის და საქართველო ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად რჩება. რეგიონისადმი ამერიკის საგარეო პოლიტიკური დინამიკა და დამოკიდებულება გაიზრდება და ამ მხრივ საქართველო წამყვანი პარტნიორი ქვეყანა გახლავთ. ეს განცხადებები მოსალოდნელი იყო, ამაზე ჩვენი საგარეო უწყება და პრემიერი მუშაობდნენ“,- აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
ამერიკის ვიცე-პრეზიდენტისა და პრემიერის გაფართოებულ შეხვედრას თედო ჯაფარიძეც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები