მეცნიერებმა ორთავიანი ღამურა აღმოაჩინეს – “სიამის ტყუპი” მსოფლიოში მესამე ეგზემპლიარია

ბრაზილიელმა ნატურალისტებმა უიშვიათესი ორთავიანი ღამურას აღმოჩენის შესახებ განაცხადეს. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა LiveScience იუწყება. ამ ხელფრთიანების რიგის ცხოველს უკვე უწოდეს “სიამის ტყუპი”. ღამურას ნაშიერებს საერთო გულმკერდი, თუმცა ორი გული აქვთ.
ბრაზილიელი მკვლევარები ორთავიან ღამურას მსოფლიოს უდიდეს აღმოჩენად მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ ეს სახეობის ღამურა სიცოცხლეში მხოლოდ ერთ ნაშიერს შობს. ბიოლოგები ამბობენ, რომ დღემდე ისინი ორთავიანი ცხოველის აღმოჩენის მხოლოდ ორი შემთხვევას იცნობენ: პირველი – 1969 წელს, კანადის სკოლის შესასვლელში ოპოვეს, მეორე კი – ცენტრალურ ამერიკაში, ბელიზიში ორი წლის წინ აღმოაჩინეს.
ამ აღმოჩენით აბსოლუტურად გაოგნებული ვიყავი. ჩემი კარიერის განმავლობაში არაერთი სახეობის ღამურა შემხვედრია, რომლებსაც ანატომიისთვის საინტერესო შტრიხები ახასიათებდათ, მაგრამ ამ ეგზემპლიარს, რომელსაც “სიამის ტყუპი” ვუწოდეთ, ვერცერთი შეედრება”, – განაცხადა რიო-დეჟანეროს უნივერსიტეტის მკვლევარმა მარსელო ნოგეირამ.
აღსანიშნავია, რომ ეს ორთავიანი ცხოველის აღმოჩენის პირველი შეთხვევა არ არის.
წელს ნიდერლანდებში, ქალაქ როტერდამის მეთევზეებმა, ზღვაში ნაპირთან ახლოს ორთავიანი ახალშობილი დელფინი იპოვნეს. როგორც მკვლევარებმა დაადგინეს, ანომალიური არსება სიამის ტყუპების კატეგორიას განეკუთვნება და ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა ადამიანებსა და განსაკუთრებით ცხოველებში. დელფინი დაბადებიდან მალევე დაიღუპა აღნიშნული ანომალიის გამო. ის ახლა როტერდამის ბუნების ისტორიის მუზეუმში ინახება, როგორც ერთ-ერთი იშვიათი ექსპონატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები