მაიკ პენსი: საქართველო იმყოფებოდა საპყრობილეში საბჭოთა კავშირში, თქვენი გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე

”მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს მოსახლეობის გმირობა ყოველთვის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. საქართველო იმყოფებოდა საპყრობილეში საბჭოთა კავშირში, შემდეგ დაიმსხვრა ეს სასტიკი რეჟიმი.
მზად ვართ, უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს“, – ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველო იმყოფება ერებისა და ცივილიზაციების გზაგასაყარზე. პენსის თქმით, ქრისტიანულმა ტრადიციებმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მათზე.
”დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის და იმ სტუმარ-მასპინძლობისთვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩემი და ჩემი მეუღლის მიმართ. ძალიან დიდი პატივი იყო თქვენი სტუმრობა თეთრ სახლში და ახლა ჩემი ვიზიტი ამ ისტორიულ ქვეყანაში. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გზავნილი გახლავთ, რომ ჩვენ მხარს გიჭერთ, თქვენ გვერდზე ვდგავართ, ქართველი ხალხის გვერდზე. შემიძლია ასევე ვთქვა, რომ ამერიკა ნომერ პირველია, მაგრამ ეს არ გულისხმობს იმას, რომ ამერიკა მარტო გახლავთ ამ გზაზე, ამერიკა ქართველი ხალხის გვერდზე დგას. წელს აღვნიშნავთ 25 წლის იუბილეს დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან. საქართველო იმყოფება ერებისა და ცივილიზაციების გზაგასაყარზე. ათასწლეულების განმავლობაში ამ ქვეყანამ შექმნა უმდიდრესი ტრადიციები, გააჩნია საკუთარი ენა, თვითმყოფადობა. გუშინ საღამოს პირველად ვეზიარე ქართულ სუფრას, სამზარეულოს, ტრადიციულ ფოლკლორს, სადაც შესრულებული იყო აფხაზური, ოსური სიმღერები და ცეკვები. ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტიანულმა ტრადიციებმა, ჩვენ ველით დღეს შეხვედრას პატრიარქთან სიონის საკათედრო ტაძარში”, – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები