საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ისრაელში მაღალი დონის შეხვედრებს აგრძელებს

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო გოგუაძე და საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ზვიად ძიძიგური ისრაელის სახელმწიფოს სოციალური თანასწორობის მინისტრს, გილა გამლიელის შეხვდნენ.
მინისტრმა სტუმრებს სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქალთა თანასწორობის საკითხებს და ახალგაზრდების მიმართ სახელმწიფო პოლიტიკას. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების და მედია განათლების სფეროში. შეხვედრის თემა იყო ასევე საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი და მათი მნიშვნელობა.
მინისტრმა ქართულ მხარეს შესთავაზა ქალთა უფლებების დაცვის საკითხებზე უწყებათაშორისი კომუნიკაციის ფორმატის შექმნა და თანამშრომლობის დასაწყებად მემორანდუმის გაფორმება.
მხარეები ასევე შეთანხმდნენ პარლამენტებს შორის დარგობრივ თანამშრომლობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები